პაატა იმნაძე: „ფაიზერით“ ორსულების აცრა შეიძლება, „სინოვაკით“ და „სინოფარმით“ კი ჯერჯერობით არა

ინსტრუქციის თანახმად, „ფაიზერით“ ორსულების აცრა შეიძლება, „სინოვაკით“ და „სინოფარმით“ კი ჯერჯერობით არა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის ჩინური ვაქცინების, „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ შემთხვევაში ორსულებთან დაკავშირებით კლინიკური კვლევები ჯერ არ არის დამთავრებული.

„სინოვაკს“ და „სინოფარმს“ ჯერჯერობით ინსტრუქციაში უწერიათ, რომ ორსულები არ იცრება, რადგან კლინიკური კვლევები ორსულებზე არ არის ჯერ დამთავრებული. შესაბამისად, ვიდრე არ იქნება კლინიკური კვლევები, ვერ ჩაწერენ ინსტრუქციაში. „ფაიზერს“ ინსტრუქციაში ჩაწერილი აქვს, რომ ექიმის და ორსულის კონსულტაციის შედეგად შესაძლებელია ორსულების აცრა, ვინც არის მაღალი რისკის ორსულები. ასე რომ, დღევანდელი სიტუაციით „ფაიზერის“ შმთხვევაში შეიძლება ორსულების აცრა, „სინოვაკით“ და „სინოფარმით“ კი ჯერჯერობით არა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა რამდენიმე თვით შეწყვეტილ კავშირს აღადგენენ
შემდეგი სტატიასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის ფაქტი საქართველოს მასშტაბით 27 აფთიაქში გამოავლინა