პაატა იმნაძე : ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში​

admin
ავტ.: admin აპრილი 6, 2020 13:13

პაატა იმნაძე : ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში​

მინდა, მივმართო მორწმუნე ქრისტიანებს, მინდა, მივმართო მრევლს, დავიცვათ ჩვენი დედა ეკლესია დავიცვათ მღვდელმთავრები ეკლესიაში არმისვლით, სახლში ლოცვით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატამ იმნაძემ განაცხადა.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, ეკლესიის კარი ვერ დაიკეტება და იქ იქნებიან მამაოები, რომელიც ილოცებენ ყველასთვის.

„მინდა, მივმართო მორწმუნე ქრისტიანებს, მინდა, მივმართო მრევლს, დავიცვათ ჩვენი დედა ეკლესია დავიცვათ მღვდელმთავრები ეკლესიაში არმისვლით, სახლში ლოცვით დავიცვათ. დავიცვათ ჩვენი ეკლესია, ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში. ეკლესიის კარი ვერ დაიკეტება, იქ იქნებიან მამაოები, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის. ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა იმნაძემ.

admin
ავტ.: admin აპრილი 6, 2020 13:13

Google სტატისტიკა


18,783
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics