პაატა იმნაძე: ნელ-ნელა ვირუსი ნაკლებად აგრესიული ხდება, შემთხვევების 80% მსუბუქად მიდის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ნელ-ნელა ვირუსი ნაკლებად აგრესიული ხდება, შემთხვევების 80% მსუბუქად მიდის, მაგრამ უფრო და უფრო მეტი მსუბუქი შემთხვევების შეტყობინება ხდება სხვადასხვა ქვეყნებიდან. მისივე თქმით, კარანტინში მოთავსებული მოქალაქეები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ მოწყვეტილები არიან თავიანთ ოჯახებს, მაგრამ ეს ისევ მათი ოჯახების საკეთილდღეოდ კეთდება.

„გრძელდება მნიშვნელოვანი შეკავების ღონისძიებები, რათა არ მოხდეს ვირუსის საზოგადოებრივი გავრცელება. მაქსიმალურად გავწელოთ ეს დრო, როდესაც შესაძლებელი იქნება საზოგადოება დავიცვათ ამ ვირუსისაგან, ამიტომაც ტარდება საკარანტინო ღონისძიებები. ბევრი უკმაყოფილოა იმით, რომ მოწყვეტილები არიან თავიანთ ოჯახებს, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს პირველ რიგში ისევ მათი ოჯახების და, რა თქმა უნდა, მთელი ჩვენი საზოგადოების საკეთილდღეოდ კეთდება, რომ ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად შევანელოთ. ნელ-ნელა ვირუსი ნაკლებად აგრესიული ხდება, შემთხვევების 80% მსუბუქად მიდის, მაგრამ უფრო და უფრო მეტი მსუბუქი შემთხვევების შეტყობინება ხდება სხვადასხვა ქვეყნებიდან და ამის იმედი გვაქვს, რომ ვირუსი ნელ-ნელა ეგუება ადამიანის ორგანიზმს და ნაკლებად აგრესიული ხდება. მთელ მსოფლიოში არის მოლოდინი, რომ ამან პროცესმა შეიძლება პანდემიის სახე მიიღოს, რასაც შესაბამისად ყველა ქვეყანაში ინფექციის გავრცელება მოყვება“, – განაცხადა იმნაძემ.

 

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჩხენკელი: მივიღეთ გადაწყვეტილება, პროფილაქტიკის მიზნით, სკოლებში დეზინფექციის ჩატარების
შემდეგი სტატია2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებსა და სახელოვნებო სკოლებში არდადეგები გამოცხადდება