პაატა იმნაძე – მიმდინარე სეზონზე გავრცელებული ვირუსების უმრავლესობა ე.წ. ღორის გრიპია

მიმდინარე სეზონზე საქართველოში გავრცელებული ვირუსების უმრავლესობა H1N1 – ე.წ. ღორის გრიპია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. მისივე თქმით, გრიპის ვირუსების გავრცელება უკვე გაზრდილია და ავადობა 100 000 ადამიანზე 185-ს შეადგენს.

„თავის დროზე მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარების რეკომენდაციას ვაძლევდით. ახლა კი ჩვენი რეკომენდაციია, რომ ხელები ხშირად დაიბანონ, ვირუსის მქონე პირები დარჩნენ სახლში, არ წავიდნენ სამსახურსა და სკოლაში, რადგან ვირუსებს მსუბუქი ფორმით დაავადებული პირები ავრცელებენ. ვირუსი როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში და ყველა ასაკის პირებშია გავრცელებული“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშიადვოკატთა ასოციაცია საერთო კრებას მართავს
შემდეგი სტატიაირაკლი ოქრუაშვილი: სანამ მე დუელში გამომიწვევ სასიკვდილო გასროლით, შვილის მკვლელს იქნებ ერთი სილა მაინც გააწნა