პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ მუდმივ მწვანე სტატუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილება შესაცვლელია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ კოვიდგადატანილებისთვის მუდმივ მწვანე სტატუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილება შესაცვლელია და იმედი აქვს, სამომავლოდ შეიცვლება კიდეც.

„ქვეყანაში რეინფიცირების 5 000-ზე მეტი შემთხვევაა. ასე რომ, კოვიდის გადატანა, სამწუხაროდ, არ იძლევა გარანტიას, რომ კოვიდი არ დაგემართება. კიდევ დაგროვდება სამეცნიერო მტკიცებულებები და იმედი მაქვს, ეს შეიცვლება, ჩემი აზრით, შესაცვლელია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამასთან, პაატა იმნაძემ განმარტა, რატომ არ იმოქმედებს მოლებში მწვანე პასპორტი.

„როდესაც შედარება არის ხოლმე სარესტორნო ბიზნესის და მოლების, დიდი განსხვავებაა. ადამიანი საჭმელს ვერ ჭამს პირბადით, ადამიანი დადის საყიდლებზე პირბადით“, – დასძინა პაატა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაში“ხელისუფლებას ძალიან ეშინია სააკაშვილის კომუნიკაციის საპყრობილის გარეთ”
შემდეგი სტატიათამარ ოქროპირიძე ირწმუნება, რომ სასამართლო სისტემაში “კლანის” არსებობის შესახებ არაფერი სმენია