პაატა იმნაძე: მასობრივ ტესტირებას აქვს თავისი დრო და ადგილი და გაკეთდება თავის დროზე

კითხვაზე, სავალდებულო ტესტირების ჯგუფში შევლენ თუ არა ფარმაცევტები და სასურსათო მაღაზიების კონსულტანტები, იმნაძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ამის შესახებ საჭიროების შემთხვევაში და ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე მიიღება.

„ქვეყანას აქვს ტესტირების სტრატეგია არჩეული, ანუ მიზნობრივი ტესტირება და შემდეგ უკვე, რამდენიმე ხანია, მიზნობრივი ტესტირების გაფართოება. ყველაფერი ეტაპობრივად ხორციელდება. როდესაც საჭირო გახდება და ეპიდემიოლოგიურად ეს ჩაითვლება რეალურად შედეგის მომცემად, ეს დაიწყება.

მიზნობრივი ტესტირება ყოველთვის ამართლებს ხოლმე, რა თქმა უნდა, მასობრივ ტესტირებას აქვს თავისი დრო და ადგილი და გაკეთდება თავის დროზე“,- განაცხადა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშიპაატა იმნაძე: საბოდიშო არ უნდა იყოს ის, რომ საქართველოში ათობით და ასობით დაღუპული არ არის
შემდეგი სტატიაპაატა იმნაძე: ქვეყანაში დღეისთვის 12 000-ზე მეტი „პისიარ“ ტესტია გაკეთებული, ხუთი ათასზე მეტი კი სწრაფი ტესტია ჩატარებული