პაატა იმნაძე კორონავირუსით რეინფიცირებაზე: წითელაც, შეიძლება ვიღაცას მეორედ დაემართოს

რეინფიცირების შემთხვევა მსოფლიოში არის დადასტურებული, საბედნიეროდ, ეს არის გამონაკლისი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

„ასე, წითელაც, რომელიც ძალიან ძლიერ იმუნიტეტს ტოვებს, შეიძლება ვიღაცას მეორედ დაემართოს. 60 მილიონიდან რამდენიმეა აღწერილი, შეიძლება ჩვენთანაც მოხდეს. ჯერჯერობით რაც არის, ტოვებს იმუნიტეტს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 114 889 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 95 581-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 085 მოქალაქე.

banner
წინა სტატიაშიიმნაძე – სეზონური გრიპი ჯერ არ ფიქსირდება, დღეს რაც ცირკულირებს, მათი 90 პროცენტი კორონავირუსია
შემდეგი სტატიაიმნაძე – შეზღუდვების დაწესების შემდეგ ინფიცირების ნაკლებ შემთხვევებს არ ველოდებით, აღარ მოიმატებს