პაატა იმნაძე : ყველა რეკომენდაციას ვითარების შესაბამისად გავცემთ

შევხედავთ ვითარებას და ყველაფერი თავის დროზე იქნება რეკომენდებული, – ასე უპასუხა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კითხვას, ხომ არ იგეგმება საგანგებო ვითარების გახანგრძლივებაზე რეკომენდაციის გაცემა.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, ყველა რეკომენდაციის გაცემა ხდება იმისდა შესაბამისად, როგორია ვითარება და რა მოლოდინებია ორის კვირის შემდეგ.

„დღეს ჩვენ რომ რაღაცას გავაკეთებთ, ის ეფექტს მოგვცემს ორი კვირის შემდეგ. აქამდე რასაც ჩვენ ვაკეთებდით და რეკომენდაციები იყო, ეს ყველაფერი გათვლილი იყო ორი კვირის მერე რა მოხდებოდა. ამიტომაც, დაველოდოთ ვითარებას, შევხედავთ და ყველაფერი თავის დროზე იქნება რეკომენდებული“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშიპაატა იმნაძე : ინფიცირების წყარო ჯერჯერობით 3 შემთხვევაშია უცნობი, რაღაც კლასტერები შესაძლოა, ერთმანეთთან იყოს კავშირში
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „წიგნების თარო” ონლაინ სკოლას ქმნის