პაატა იმნაძე : ყოველდღიურად მიმდინარეობს მსჯელობა, როგორ ჩატარდეს ეროვნული გამოცდები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს მსჯელობა იმის თაობაზე, თუ როგორი წესებით ჩატარდეს ეროვნული გამოცდები.

„შექმნილია სპეციალური საბჭო განათლების სამინისტროში. მე პირადად გახლავართ, ასე ვთქვათ, იმ საბჭოს წევრი. ყველაფერი გამოცხადდება, ყველაფერი იქნება, ყველაფერი ჩატარდება მაქსიმალურად დაცულად“,- განაცხადა იმნაძემ.

რაც შეეხება სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესს, იმნაძის თქმით, აღნიშნულ საკითხზეც მოსამზდებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

„სწავლის პროცესი ჩვენთან ჩვეულებრივ სექტემბრის მეორე ნახევარში იწყება. იქამდე, რა თქმა უნდა, უკვე ამაზეც მიდის მოსამზადებელი სამუშაოები, რა, როგორ რანაირად უნდა გაკეთდეს. ყველაფერი ეს იქნება ცნობილი, როდესაც სწავლის დაწყების დრო მოვა. რა თქმა უნდა, გარკვეული წესები შემუშავდება სკოლებისთვისაც, ბაღებისთვისაც და ა.შ.“,- განაცხადა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსული ინფექცია კარგა ხანს ჩვენთან ერთად იქნება, საკმაოდ დიდხანს დაგვჭირდება გარკვეული რეკომენდაციების დაცვა, ზოგიერთ შემთხვევაში მკაცრი შეზღუდვების გამეორება
შემდეგი სტატიასოფელ კახათში ორ სართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა