პაატა იმნაძე : ჯერჯერობით ვფიქრობ რაიმეს გამკაცრება საჭირო არ იქნება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის პაატა იმნაძის განცხადებით, გარდაბანში ამ ეტაპზე კონტროლის მეტად გამკაცრება აუცილებელი არ არის და თუ საზოგადოება ყველანაირ რეკომენდაციას დაიცავს ქვეყანას არავითარი საშიშროება არ ემუქრება.

პაატა იმნაძის თქმით, გარდაბანში მოსახლეობა საკმაოდ მობილიზებულია და იქ მიმდინარე ტესტირების ფარგლებში მოსახლეობა მედიკოსებთან და ეპიდემიოლოგებთან აქტიურად თანამშრომლობს.

“მოსახლეობა ჩვენთან გარდაბანში ძალიან კარგად თანამშრომლობს. მოდიან ადამიანები და იკვლევენ ყველაფერს. ჯერჯერობით, ვფიქრობ რომ რაიმის გამკაცრება არ იქნება საჭირო. მთავარია, რომ ყველა ადამიანმა უნდა დაიცვას უმარტივესი წესები. უნდა გვახსოვდეს, რომ წესებს თუ არ დავიცავთ, კორონა არ გაჩერდება.

ყველას უნდა გვეკეთოს ნიღაბი და ასევე დავიცვათ სოციალური დისტანცია, ამ შემთხვევაში არავითარი საშიშროება არ არსებობს,”- განაცხადა პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიბოლო ერთ კვირაში გამოვლენილი ინფიცირების 63 შემთხვევიდან 7-ის წყარო უცნობია – გამყრელიძე
შემდეგი სტატია“ერთ-ერთი თქვენგანი პარლამენტში” – „ლელო საქართველოსთვის“ ახალ კამპანიას იწყებს