პაატა იმნაძე: „ჯეო ჰოსპიტალში“ მყოფ პაციენტებს და პერსონალს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 24, 2020 16:25

პაატა იმნაძე: „ჯეო ჰოსპიტალში“ მყოფ პაციენტებს და პერსონალს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ ახალ პაციენტებს შორის ოთხი მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალის ოჯახის წევრია.

„განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის ისევ და ისევ ერთი ქალბატონი, რომელიც იყო მარნეულის შემთხვევა. კიდევ არის რამდენიმე საყურადღებო ავადმყოფი. დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კიდევ რამდენიმე პაციენტი ემზადება გაწერისთვის. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში რაც იყო დღეს ახალი დამატებული შემთხვევები, არ არის ახალი კლასტერები. ოთხი ადამიანია მარნეულელი ქალბატონის ოჯახის წევრები, მათთან ჰქონდა ძალიან ახლო და მჭიდრო კონტაქტი“ ,- განაცხადა იმნაძემ.

ამასთან, იმნაძის განმარტებით, უკვე გამოიკვლიეს მარნეულში, „ჯეო ჰოსპიტალში“ მყოფი პაციენტები და პერსონალი. იმნაძის თქმით, ტესტირების შედეგად, ამ ეტაპზე ყველას უარყოფითი პასუხი აქვს.

„ტესტირება კიდევ ბევრ ადამიანს ჩაუტარდა და ჯერ ყველა უარყოფითია. რაც შეეხება დანარჩენ შემთხვევებს, თუ სად დაემატა ისინი, ახალი ქვეყანა ფიქსირდება უკვე – თურქეთიდან შემოტანილი შემთხვევები. ასევე დაემატა აშშ-იდან შემოტანილ კლასტერში შემთხვევები – ერთი შემოსული და ერთიც ოჯახის წევრზე გადაცემა. ასე რომ, გეოგრაფიულად საკმაოდ გაფართოვდა შემოტანილი შემთხვევები და ჯერ ყველა მაქსიმალურად კონტროლდება“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 24, 2020 16:25

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


37,521
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics