პაატა იმნაძე: ინფიცირებული ექთანი ემსახურებოდა ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანს, რომელთანაც ფიზიკურად კონტაქტი იყო გაძნელებული

ეს არის ის შემთხვევა, როცა პაციენტის პერსონალური ინფორმაცია კონფიდენციალურია, მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო, ეს ჩემი კოლეგა არის გმირი, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ის ემსახურებოდა პაციენტს, ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანს. რომელთანაც ფიზიკურად კონტაქტი იყო გაძნელებული. ამ ადამიანმა გააკეთა ყველაფერი, რომ პაციენტისთვის მოევლო და ვერ შეძლო ბოლომდე დაცული ყოფილიყო ამ პაციენტთან“, – აღნიშნა იმნაძემ.

მისი თქმით, დაინფიცირებული ექთნის ყველა კონტაქტი მოკვლეულია.

banner
წინა სტატიაშიმარნეულელი 62 წლის ქალის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია
შემდეგი სტატიამაია ცქიტიშვილი – ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით დაწესებული შეღავათის ფარგლებში, დღევანდელი მონაცემებით, ელექტროენერგიის გადასახადი 1 200 000 ოჯახს, ბუნებრივი აირის კი – 671 000 აბონენტს დაუფინანსდება