პაატა იმნაძე : ინფიცირების წყარო ჯერჯერობით 3 შემთხვევაშია უცნობი, რაღაც კლასტერები შესაძლოა, ერთმანეთთან იყოს კავშირში

საქართველოში ინფიცირების წყარო უცნობი ჯერ არის სამ შემთხვევაში, თორემ, შემდეგ უკვე ყველა გადაცემა არის დადგენილი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დღის განმავლობაში არც ერთი ისეთი საყურადღებო შემთხვევა, რომელიც არ იყო დაკავშირებული უკვე სხვა ცნობილ შემთხვევებთან, ქვეყანაში არ არის.

„ბოლო დღის განმავლობაში არც ერთი ისეთი საყურადღებო შემთხვევა, რომელიც არ იყო დაკავშირებული უკვე სხვა ცნობილ შემთხვევებთან, ქვეყანაში არ არის. ან შემოტანილი შემთხვევებია, ვთქვათ იყო რამდენიმე შემთხვევა თურქეთიდან შემოტანილი, დანარჩენი ყველა დაკავშირებულია უკვე ცნობილ შემთხვევებთან.

ინფიცირებისს წყარო უცნობი ჯერ არის დაახლოებით სამ შემთხვევაში, როდესაც პირველი წყარო ვერ დადგინდა, თორემ, შემდეგ უკვე ყველა გადაცემა არის დადგენილი. შემდეგ საინტერესო მონაცემებზე გავდივართ ხოლმე. მათ შორის ვიყენებთ სეკვენირებასაც, რომ დავაკავშიროთ ვთქვათ უკვე შესაძლო კლასტერები ქვეყნის შიგნით“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე : ამ ეტაპზე ჟურნალისტების მასობრივი ტესტირების საჭიროება არ დგას
შემდეგი სტატიაპაატა იმნაძე : ყველა რეკომენდაციას ვითარების შესაბამისად გავცემთ