პაატა იმნაძე – ჰანს კლუგემ საქართველოში ყოფნისას კორონავირუსთან ბრძოლის პრაქტიკა ქართულ ნოუჰაუდ შეაფასა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ როდესაც დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი ჰანს კლუგე საქართველოში იმყოფებოდა, მან კორონავირუსთან ბრძოლის პრაქტიკა ქართულ ნოუჰაუდ შეაფასა.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, ბრიტანეთის მთავრობამ შეაფასა, სად უმჯობესია კოვიდინფიცირებულების განთავსება, სასტუმროებში თუ საველე ჰოსპიტლებში და ეს პრაქტიკა გამოიყენა.

„ბატონი კლუგე როდესაც იმყოფებოდა საქართველოში, ქართულ ასე ვთქვათ, ნოუჰაუდ შეაფასა კორონავირუსთან ბრძოლის პრაქტიკა, რაც ჩვენ გამოვიყენეთ. ხუთვარსკვლავიან სასტუმროში სჯობს პაციენტი იყოს თუ საველე ჰოსპიტალში, ეს ეტყობა, ბრიტანეთის მთავარობამაც შეაფასა და მაგალითი გამოიყენა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს სავარაუდოდ სასტუმროებში განათავსებენ.

banner
წინა სტატიაშიზაალ უდუმაშვილი – დღეს საქართველოს ჰყავს ძლიერი ოპოზიცია
შემდეგი სტატიავოლსკი – ამ წლების მანძილზე ჩამოყალიბდა საკმაოდ სტაბილური, მძლავრი გუნდი, რომელსაც შეუძლია გამოწვევებს დაუპირისპირდეს