პაატა გურასპაული – ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართული კალათბურთი წარმატებული იყოს

ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართული კალათბურთი წარმატებული იყოს, – ამის შესახებ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა განაცხადა.

“საკალათბურთო სამყაროს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, მთელი სიცხადით ვიგრძენი ის პასუხისმგებლობა, რაც მე დამეკისრა. პირობას ვდებ, რომ ჩემს საკალათბურთო გზას არ გადავუხვევ და ეს ყველაფერი თქვენთან ერთად მოხდება. ჩემს გუნდში თითოეული თქვენთგანი იქნება, რომ ჩვენ უფრო შემართებით გავაკეთოთ საქმე”,- განაცხადა გურასპაულმა.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული გახდა. გურასპაული კალათბურთის ფედერაციას 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

banner
წინა სტატიაშიდაპირისპირების გამო პოლიციამ ცრემლსადენი გაზიც გაუშვა
შემდეგი სტატია,,მე ვაჩვენებ მათ თუ როგორი სიკვდილი შეუძლიათ პრეზიდენტებს”- საკაშვილის სიტყვა სასამართლოში (+ვიდეო)