პაატა დავითაია: სოხუმისთვის საერთაშორისო კოდის მინიჭების საკითხში ხომ არ მოხდა რუსეთთან გარიგება?

26 ივლისს გავრცელდა, რომ სოხუმის აეროპორტს URAS-ის საერთაშორისო კოდი მიანიჭეს. URAS-ის კოდი ენიჭებათ დსთ-ში (U) მყოფ ქვეყნებს. კოდის მინიჭებით სოხუმის აეროპორტი დარეგისტრირდა როგორც როსტოვის (R) საჰაერო ზონა.

“ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისიდან იყო მცდელობა, რომ სოხუმის აეროპორტისთვის საერთაშორისო კოდი მიენიჭებინათ. იგივე განმეორდა 2008 წელსაც, აგვისტოს ომის შემდგომ. მაშინ  საპარლამენტო სხდომებზე ვისაუბრე ამ პრობლემაზე. საკითხში საგარეო უწყება და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ჩაერია და კოდის მინიჭება ვერ მოახერხდა.

ხაზი მინდა გაუსვა ერთ ფაქტს – იმ პერიოდში სოხუმის აეროპორტს კოდი კრასნოდარის საჰაერო სივრცეში დარეგისტრირებით უნდა მიეღო. მაშინდელმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკვეთრი მოქმედებებითა და მუქარით, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაში მყოფი აეროპორტის სხვა ქვეყნის აეროპორტის საჰაერო სივრცედ დარეგისტრირების გამო რუსეთის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანდა, პროცესი შეაჩერა.

დღეს ჩვენ ვღებულობთ იგივე სურათს, მაგრამ უკვე შემდგარს – სოხუმის აეროპორტს URAS-ის საერთაშორისო კოდი მიანიჭეს. მე მაინტერესეს როგორ იმოქმედა საქართველოს საგარეო უწყებამ ამის შემდეგ. აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ხაჯინბა თვითონ დამოუკიდებლად აეროპორტს საერთაშორისო კოდს ვერ მიანიჭებდა. ცალსახაა, რომ რუსეთმა მიანიჭა მას როსტოვის ოლქის კოდი.
საგარეო უწყება აცხადებს, რომ  თანხმობაა საჭირო იმისთვის, რომ სოხუმის აეროპორტი გახდეს საერთაშორისო – ეს განცხადება გაკეთდა და ასეც არის – საქართველოს თანხმობა აუცილებელია. ამავე დროს, საგარეო უწყებამ აქცენტი არ გააკეთა სხვა ძალიან მნიშვნელოვან მომენტზე, რომ რუსეთი ადგა და ყველანაირი კითხვისა და თანხმობის გარეშე სოხუმის საჰაერო სივრცე ფაქტობრივად მიიერთა და მას როსტოვის ოლქის კოდი მიანიჭა.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში უნდა შეიტანოს სარჩელი, რადგანაც მან დანაშაულებრივი გზით დაარღვია საქართველოს საჰაერო ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც “იკაოთი”-ა აღიარებული.

ამის გამო რუსეთს უნდა დაეკისროს სერიოზული სანქციები, რომელიც “იკაოს” დარღვევის გამო უკვე განსაზღვრულია – რუსეთს, საერთაშორისო მასშტაბით უნდა აეკრძალოს ფრენები. ანუ, საქართველოს შეუძლია რუსეთის ავია-მიმოსვლები მთელი მსოფლიო მასშტაბით დაბლოკოს. ამას გააკეთებს “იკაო” , როგორც კი ამაზე დავა დაიწყება. თავის დროზე ამ შესაძლო სანქციის გამო ვერ განახორციელა რუსეთმა სოხუმის აეროპორტისთვის საერთაშორისო კოდის მინიჭება.

იმის ნაცვლად, რომ საქართველომ გამოიყენოს ბერკეტი რუსეთისთვის მსოფლიოს მასშტაბით ფრენების აკრძალვაზე, ქვეყნის საგარეო უწყება დუმს. ვსვამ შეკითხვას – რატომ? რატომ ქმნის იმის პირობას, რომ რუსეთის ფედერაციამ საკუთარი მიზნები საქართველოს საწინააღმდეგოდ განახორციელოს. ზუსტად იგივე სისტემაა საბანკო სექტორში, იგივე პრინციპია რკინგზის თემაში.

კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა – სოხუმის აეროპორტში რუსეთის თვითმფრინავიც კი ვერ ჯდებოდა, რადგანაც ეს “იკაოს” წესების დარვევაა. როსტოვის კოდის მინიჭებით ეს თვითფრინავი დაჯდება. საქართველო თავის ბერკეტებს არ იყენებს და იბადება ძალიან ლოგიკური კითხვა: ხომ არ მოხდა რუსეთთან გარიგება?”-აცხადებს საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია “თაიმერთან” საუბარში.

banner
წინა სტატიაშიანაკლიის განვითარების კონსორციუმი – გავაგრძელებთ მუშაობას მთავრობასთან და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა პორტი წარმატებით აშენდეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად
შემდეგი სტატიაქვეყანაში ავტოკრატიული მმართველობის სიმპტომები გაჩნდა