9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

პაატა დავითაია: შეუფასებელია მისი უწმინდესობის ღვაწლი ქართული ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე

კათოლიკოს-პატრიარქმა უდიდესი წვლილი შეიტანა, რათა აფხაზეთიდან დევნილ მრევლს ჰყოლოდა სულიერი წინამძღვარი, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის, პაატა დავითაიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელდა.

მისი თქმით, შეუფასებელია მისი უწმინდესობის ღვაწლი ქართული ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე. კათოლიკოს-პატრიარქმა უდიდესი წვლილი შეიტანა, რათა აფხაზეთიდან დევნილ მრევლს ჰყოლოდა სულიერი წინამძღვარი.

პაატა დავითაია საქართველოსა და სრულიად ქრისტიანულ სამყაროს უსამძიმრებს ილია II-ეს გარდაცვალებას.

„პარტია „ევროპელი დემოკრატები“ ღრმა მწუხარებას და დიდ გულისტკივილს გამოვხატავთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო.

შეუფასებელია მისი უწმინდესობის ღვაწლი ქართული ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე. კათოლიკოს-პატრიარქმა უდიდესი წვლილი შეიტანა, რათა აფხაზეთიდან დევნილ მრევლს ჰყოლოდა სულიერი წინამძღვარი. მას განსაკუთრებული სიყვარული და დამოკიდებულება ჰქონდა აფხაზეთის მიმართ.

ჩემთვის დიდი პატივი იყო მასთან ყოველი შეხვედრა. ეს იყო ჩემი ცხოვრების უბედნიერესი წუთები.

ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს და ქრისტიანულ სამყაროს“, – ნათქვამია პაატა დავითაიას განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიროგორ აირჩევა ახალი კათალიკოს-პატრიარქი
შემდეგი სტატიალევან სანიკიძე: ეპოქალურმა ფიგურამ დაგვტოვა, ღმერთმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს ილია მეორეს