პაატა დავითაია: რუსეთმა შეცვალა კონსტიტუცია-თუ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება რუსეთის კონსტიტუციას , ის არ აღსრულდება რუსეთის ტერიტორიაზე

მისასალმებელია ის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მიიღო სტრასბურგის სასამართლომ. ეს საქართველოს გამარჯვებაა! ძალიან მნიშვნელოვანია იმის დაფიქსირება თუ რა მოხდა და რა პასუხისმგებლობა ეკისრება ოკუპანტ ქვეყანას – აცხადებს „ევროპელი დემოკრატების“ პარტიის თავმჯდომარე პაატა დავითაია.

მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ფაქტობრივად თავის გადაწყვეტილებაში სტრასბურგის სასამართლომ, 2008 წლის დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნითი ნაწილიც გადაიტანა, სადაც ცალსახად, ფაქტობრივად ცვლილებების გარეშე მითითებულია ის, რომ რუსეთი არის პასუხისმგებელი იმ დანაშაულზე, რომელიც მან ჩაიდინა ეთნიკური წმენდის კუთხით.
ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს გადაწყვეტილება წინ წაადგება ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გამოძიების დროს და, ფაქტობრივად, რუსეთის დანაშაულებრივ კვალს გამოკვეთავს.
აქ არის ახლა მეორე საკითხი და მინდა მივიქციო მისადმი საქართველოს ხელისუფლების ყურადღება.
საქმე ის არის, რომ რუსეთმა შეცვალა კონსტიტუცია. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება რუსეთის კონსტიტუციას , ის არ აღსრულდება რუსეთის ტერიტორიაზე. რუსეთმა ამით თავი დაიზღვია, რადგან იცის თუ რა საოკუპაციო ქმედებებს ახორციელებდა საქართველოს წინააღმდეგ და ელოდებოდა საერთაშორისო გადაწყვეტილებებს ამ კუთხით, არამარტო სტრასბურგის სასამართლოს, არამედ ჰააგის პროკურატურის კუთხითაც, რაც მომავალში იქნება.

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა სახელმწიფომ გამოიყენოს ეს და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დონეზე წამოწიოს თემა, რომ რუსეთი არ ასრულებს იმ ვალდებულებებს, რაც მან აიღო ევროპის საბჭოს წინაშე. ასევე, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ რუსეთის ქმედებები განპირობებულია მხოლოდ და მხოლოდ ტერიტორიების მიტაცებით და არა ადამიანების უფლებების დაცვით და, აგრეთვე, ის, რომ რუსეთი გამოდის როგორც აგრესორი ამ რეგიონში. ეს უნდა იყოს მთავარი მესიჯ-ბოქსი ქართული ხელისუფლების, რომ მოხდეს ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე, რათა დაიწყოს დეოკუპაციის პროცესი -აცხადებს პაატა დავითაია

banner
წინა სტატიაშისტრასბურგის სასამართლო – ქართველი სამხედრო ტყვეების მიმართ არასათანადო მოპყრობა უნდა ჩაითვალოს წამებად
შემდეგი სტატიაბოკერია: პრობლემა არის ის, რომ ჩვენ ხელისუფლებას არ აქვს ხედვა, რწმენა, კომპეტენცია, სურვილი და ამოცანა, რომ ეს ინსტრუმენტი ეფექტურად გამოიყენოს