29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

პაატა დავითაია: პუტინისა და გაგლოევის შეხვედრა ცხინვალის რეგიონის სრულ ინტეგრაციასა და ანექსიაზე მიანიშნებს

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე, პაატა დავითაია კრემლის მხრიდან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ანექსიის გაზრდილ საფრთხეზე საუბრობს.

პაატა დავითაიას გამარტებით, 9 მაისის ხელშეკრულება მოიცავს ნორმას, რომლის მიხედვით რუსეთის თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებები მოქმედებს ცხინვალის რეგიონში, რაც სრული აბსურდია, ეს ცხადყოფს, რომ საუბარია არა ურთიერთობებზე ცხინვალსა და მოსკოვს შორის, არამედ ცხინვალის ტერიტორიის სრულ ინტეგრაციაზე მოსკოვთან, რაც ანექსიის ნიშანია.

„კატეგორიულად მიუღებელია, ის სიჩუმე, რასაც საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის ნაბიჯებთან დაკავშირებით იჩენს. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გაკეთდეს მკაცრი განცხადებები და გადაიდგას მკვეთრი ნაბიჯები, გამოცხადდეს ძებნა სეპარატისტთა ლიდერებზე, რაც სამომავლოდ გახდება საფუძველი სამართლებრივი ნორმისა, რომლის მიხედვითაც ანულირებული იქნება ძებნილი პირების მიერ გაკეთებული ხელმოწერა ნებისმიერ ოფიციალურ დოკუმენტზე.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ მოსალოდნელი საფრთხე. ახლა საჭიროა მეტად აქტიური თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან და არა მათი კრიტიკა და დაპირისპირება, პირიქით საქმის კურსში უნდა ჩავაყენოთ ისინი იმ საფრთხეების შესახებ, რაც დაკავშირებულია კრემლში გამართულ შეხვედრებთან, რათა იმ პირობებში, როდესაც მზადდება ჩვენი ტერიტორიების ანექსია, არ დავრჩეთ რუსეთის პირისპირ მარტო, პარტნიორების გარეშე“,- აცხადებს პაატა დავითაია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მთავრობა 47.3 მილიონ ლარად 595 ახალ ავტომობილს ყიდულობს
შემდეგი სტატია“საკუთარ განაჩენს აწერენ ხელს, ეს მათი ციხეებით დასრულდება”- ირაკლი მელაშვილი მმართველ გუნდზე