პაატა დავითაია: „პრემიერმა სომხეთის პრეზიდენტს დურეკოს და პასუხი მოსთხოვოს!“

kioაღმაშოთოებელი ფაქტია,“ – ასე აფასებს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაციის, სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანისა და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტ ბაკო სააკიანის შეხვედრას პაატა დავითაია.
როგორც დავითაია ამბობს, მართალია, შეხვერდა კარაბახში შედგა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს.
„სომხეთის პრეზიდენტსა და სეპარტისტულ რეგიონს შორის გამართული შეხვედრა და ოფიცილაური სადილი ცხადყოფს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსტროს სძინავს და არათუ არაღიარების, არამედ, იმ კუთხითაც არაფერს აკეთებს, რომ ამ რეგიონის წარმომადგენელების ოფიციალური შეხვედრები შეიზღუდოს,“ – აცხადებს დავითაია და საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს, მინდია ჯანელიძეს მოუწოდებს, საქართველოში სომხეთის ელჩი დაიბაროს და მომხდარზე ახსნა-განმარტება მოსთხოვოს.
„პრემიერ-მინსტრმა უნდა დაურეკოს სომხეთის პრეზიდენტს და ჰკითხოს, თუ რა ნიშნავს, როცა მეზობელი ქვეყანა აფახაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. დელეგაციას ღებულობს. ეს ყოვლად მიუღებელი და აღმაშოთებელია, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოს, რომ სეპარატისტულ რეგიონთან დაკავშირებით მთავრობის პოლიტიკა ნულის ტოლია,“ – მიიჩნევს დავითაია.
შეგახსენებთ: ზემოხსენებული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანიამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა. მან სოციალურ ქსელში ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ბაკო სააკიანი და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაცია საზეიმო ღონისძიებას ესწრებიან.
„რესპუბლიკის არსებობის 25 წლისთავთან დაკავშირებით მონაწილეობა მივიღეთ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბაკო სააკიანის საზეიმო მიღებაზე”, – წერს კან ტანია.

aqaqa

banner
წინა სტატიაში“სამართლიან არჩევნებს მართავენ ჩვენი პოლიტიკური კონკურენტები”- ინაშვილი ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებას უარყოფს
შემდეგი სტატიავაკეში ახალგაზრდა მამაკაცი ჩაცხრილეს