პაატა დავითაია: ოკუპაციასთან გამკვლავების გზები, როგორც მმართველ პარტიას, ასევე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსაც არ გააჩნიათ

“აფხაზეთში მიდის ეთნიკური წმენდა ძალადობრივი გზით” – ამის შესახებ განცხადება “ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარემ “საჯარო პოლიტიკის” ეთერში გააკეთა და აღნიშნა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესები საერთაშორისო სამართლის დანაშაულია.

დავითაიას თქმით, ოკუპაციასთან გამკვლავების გზები, როგორც მმართველ პარტიას, ასევე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსაც არ გააჩნიათ.

სამწუხაროდ, როგორც ხელისუფლებას არ აქვს, ასევე ოპოზიციას არ აქვს. ორივე მიმართულებით არის სადღეგრძელოების რეჟიმი. ჩემი და-ძმა არიან, დავიბრუნოთ ხალხი. არ არის ჩემი და-ძმა, ვინც ჩაიდინა ეთნიკური წმენდა, ვინც ანადგურებს ქართულ ეთნოს და დღეს აფხაზეთში იღებენ კანონს. ეს კანონი მდგომარეობს იმაში, რომ ქართველი მოსახლეობა გაააფხაზონ, გადაუკეთონ აფხაზურად გვარი და აფხაზური პასპორტები ჰქონდეთ, რომ ისინი ქართველები კი არ არიან, არიან მეგრელები აფხაზური ეთნოსის ნაწილი და ახლა აბრუნებენ აფხაზ ერთან. ეს არის ის კანონი, რომელსაც იღებს აფხაზეთის პარლამენტი და ამაზე უნდა იყოს მუშაობა. ეს არის ეთნიკური წმენდა ძალადობრივი გზით, რაც არის საერთაშორისო სამართლის დანაშაული. და და ძმა არის ის, ვისაც უნდა ქართულ სახელმწიფოსთან თანაცხოვრება და არა სეპარატისტთა ლიდერი”, – განაცხადა დავითაიამ.

“ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია “ტვ პირველის” ეთერში რუსეთის ფედერაციის გეოპოლიტიკაზე საუბრობს და აცხადებს, რომ რუსეთი კავკასიის რეგიონზე კონტროლს კარგავს, რასაც ოკუპანტების მიერ საქართველოს არაერთი მოქალაქის მკვლელობა ცხადყოფს.

პაატა დავითაიას თქმით, რუსეთს თბილისში საკუთარი დროშის აღმართვა და სამხედრო კომენდანტი სჭირდება, თუმცა ქართველი ხალხის ნება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ეწინააღმდეგება კრემლის ინტერესებს.

ჩვენ მივდივართ ევროკავშირისაკენ და რუსეთი გამწარებულია იმ ქმედებებით, რომ კარგავს კავკასიის რეგიონს. რუსეთისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა ხელისუფლება არის საქართველოში, რა დონის დათმობით პოლიტიკას აწარმოებდეს ხელისუფლება, მას სჭირდება მთლიანად საქართველო, მას სჭირდება თბილისში რუსული დროშა. ჩვენ მოგვწონს ხელისუფლება თუ არ მოგვწონს ქართველი ხალხი არის გარანტი, რომ ჩვენ მივდივართ ევროკავშირისაკენ. რუსეთისათვის ეს მიუღებელია, რადგან მათ თბილისში სჭირდებათ სამხედრო კომენდანტი, სხვანაირად ისინი თავის გეოპოლიტიკას ვერ განახორციელებენ,” – განაცხადა დავითაიამ.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე: სალომე ზურაბიშვილმა თავზე გადაიხია საქართველოს კონსტიტუცია
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი – საქართველო წელგამართულად იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს – ეს წარმატება დამსახურებულად ეკუთვნით საქართველოს ქუჩებში არაერთხელ გამოსულ მოქალაქეებს