პაატა დავითაია: ,,ნატოს კომუნიკე აფხაზეთს აძლევს არჩევანისა შანს და უხსნის შესაძლებლობების ფანჯარას”

,,ევროპული დემოკრატების” ლიდერის პაატა დავითაია აცხადებს, რომ ახლა აფხაზეთმა უნდა აირჩიოს როგორი ცხოვრება სურს მას, სად აქვს განვითარებისა და გაძლიერების შანსები:

„ამ კომუნიკეში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არჩევანი და შესაძლებლობებია რაც აფხაზეთს ეძლევა. ახლა მათ უნდა გააკეთონ არჩევანი დასავლეთი და ძლიერი პარტნიორები სჭირდება თუ გააგრძელებს ჭაობში ყოფნას. ამ ჭაობისკენ კი აფხაზეთში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას მათი ეგრეთ წოდებული ლიდერები მიაქანებენ. ამიტომაც არის რეგიონი მძიმე პრობლემების წინაშე, უჭირს ეკონომიკურად, მის ტერიტორიაზე კი 28ზე მეტი რუსეთის სამხედრო ბაზაა განლაგებული. მათ უნდა აირჩიონ რა უნდათ, სად უნდათ ცხოვრება და როგორ გარემოში. მათ უნდა იცოდნენ რომ საერთაშორისო მხარდაჭერას სერიოზული ფინანსური მხარდაჭერა მოჰყვება“ – ამბობს დავითაია.

მისივე განცხადებით, ნატოს კომუნიკეში ჩვენი პარტნიორების მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაფიქსირება და მხარდაჭერა „რა თქმა უნდა, სეპარატისტების მიერ გაღიზიანებას გამოიწვევდა“.

banner
წინა სტატიაშიქალთა სპორტისა და პარასპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერია ახალ პროგრამას იწყებს
შემდეგი სტატიასოფელ თხინვალაში მოსახლეობის თხოვნით, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი მოეწყობა