პაატა დავითაია: ხელისუფლებამ სასწრაფოდ დაიწყოს მოლაპარაკება მეგობარ სახლემწიფოებთან

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ვენესუელაში სალვადორის პრეზიდენტს სანჩეს სერენოს შეხვდა. “ჩვენ მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. აფხაზეთი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მეგობრებთან კავშირზეა. ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუკი ვენესუელასა და ნიკარაგიუასთან ერთად კარგი ურთიერთობა გვექნება სალვადორთანაც” – ხაჯიმბამ თქვა. თავის მხრივ, სანჩეს სერენმა აღნიშნა, რომ სალვადორისა და აფხაზეთის ხალხი ერთნაირად იბრძვის თავისუფლებისათვის. “ასე ვიბრძოდით ჩვენც ჩვენი თავისუფლებისთვის და მივაღწიეთ მას. მოხარული ვარ აფხაზეთის დელეგაციას შევხვდე. იმედი მაქვს, ეს კავშირები ხანგრძლივი იქნება” – სალვადორის პრეზიდენტმა თქვა.
რაულ ჯახიმბამ სალვადორის პრეზიდენტი აფხაზეთში დაპატიჟა. ხაჯიმბა ვენესუელაში პრეზიდენტ ნიკოლას მარუდოს მოწვევით იმყოფება.

 

„საქართველოს ხელისუფლებას სძინავს!“ - პაატა დავითაია რუსულ პიარგეგმაზე საუბრობს“ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, თუ როგორ მუშაობს რუსეთის ფედერაცია აღიარების გაგრძელებაზე და კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ “ქართული ოცნება” არაფერს აკეთებს არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით. სასწრაფოდ მოვუწოდებ საგარეო საქმეთა სამინისტროს, პარლამენტს,  მთავრობას, ყველას, ყველა ზომა მიიღონ,  დაუკავშირდნენ სალვადორის პრეზიდენტს და აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება არ მოხდეს კიდევ ერთი ლათინო-ამერიკული სახელმწიფოს მიერ.  
ხელისუფლებამ დაიწყოს მოლაპარაკება მეგობარ სახლემწიფოებთან, რომ  მათ გააძლიერონ ზეწოლა სალვადროზე. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია რომ არ მოხდეს აფხაზეთის აღირება. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს მთავრობაში არაკომპეტენტურად უდეგებიან კონფილიქტის დარეგულირების საკითხებს” -აცხადებს “თაიმერთან” საუბარში  პაატა დავითაია.

banner
წინა სტატიაში„თავისუფალი დემოკრატები“ პარლამენტს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს მოსამართლეობისთვის წარდგენილ სიაში შეტანილ არც ერთ კანდიდატურას
შემდეგი სტატიაპროკურორი – დ.ღ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლა და შემსუბუქება, არ გულისხმობს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას