კრიტიკულად მომატებულია ჩვენი ტერიტორიების ანექსიის საფრთხე – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარემ და „თანამოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმის” დამფუძნებელმა პაატა დავითაიამ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ” საერთაშორისო დონეზე უნდა დაგმოს ცხინვალში ჩატარებული ე.წ. არჩევნები და ამის შესახებ საქმის კურსში ჩააყენოს ჩვენი პარტნიორები.
„გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ” საერთაშორისო დონეზე უნდა დაგმოს ცხინვალში ჩატარებული ე.წ. არჩევნები და ამის შესახებ საქმის კურსში ჩააყენოს ჩვენი პარტნიორები. უნდა ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს იმ საფრთხეებზე, რაც მოდის რუსეთიდან ანექსიასთან დაკავშირებით.
სასწრაფოდ უნდა შემუშავდეს სპეციალური პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რადგან კრიტიკულად მომატებულია ჩვენი ტერიტორიების ანექსიის საფრთხე“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.








