პაატა დავითაია: გულზე მხვდება ,რომ სახელმწიფო წარმომადგენელს ამცირებენ, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა თვითონ უნდა გააკეთოს დასკვნები

„საქართველოს ხელისუფლებას სძინავს!“ - პაატა დავითაია რუსულ პიარგეგმაზე საუბრობს

დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლას პოლიტიკური პარტია „ევროპელი დემოკრატების”  თავმჯდომარე პაატა დავითაია “თაიმერთან” შეფასებას უკეთებს და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პრემიერის გამოსვლის ტექსტი სწორი მიმართულებით იყო გაკეთებული, შეკითხვებმა აჩვენა, რომ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის მიმართ დამოკიდებულება ნეგატიური და დამამცირებელია, რამაც საერთო ჯამში ქვეყნის იმიჯი შელახა.

“როგორც იცით, დღეს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლა იყო. მინდა გამოვეხმაურო ამ ფაქტს და ხაზი გავუსვა, რომ გამოსვლის ტექსტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი, ასე ვთქვათ. იყო ძირითადი მესიჯები იმ მიმართულებით, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის. მნიშვნელობა არ აქვს ოპოზიციაში ხარ თუ პოზიციაში, მნიშვნელოვანია ქვეყნის ინტერესები, როცა ევროსაბჭოში გამოდიხარ. აქედან გამომდინარე, მან ხაზი გაუსვა ოკუპაციის თემას არაერთხელ და პირდაპირ ევროპის საბჭოსაც მოუწოდა რომ არ გაითვალისწინონ გარკვეული საკითხები, რათა რუსეთის ფედერაციას ხმის უფლება აღუდგეს. ბევრი სხვა საკითხები,რაც მან დასვა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და დასვა აქცენტები.

ტექსტი, ვინც მოუმზადა პრემიერს, ძალიან კვალიფიციურ დონეზე იყო გაკეთებული. მაგრამ, ყველაზე საინტერესო მომენტები იწყება მისი გამოსვლის შემდეგ – ის ნეგატიური კითხვები, რაც წამოვიდა პრემიერის წინააღმდეგ. ასეთი არ მახსოვს რომ ყოფილიყო საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლის გამოსვლის შემდეგ. 100 პროცენტიდან 90 კითხვა იყო, რაც აბსოლუტურად დამაზიანებელია ქვეყნისათვის. ყველა იმ საჭირბოროტო საკითხს, ფაქტობრივად, ხაზი გაესვა. იმ პარტიამაც კი, რომლის წევრიც არის “ქართული ოცნება”, საუბარია სოციალისტური პარტიის ჯგუფზე, იქიდანაც კი ნეგატიური კითხვები წამოვიდა. ეს იყო ძალიან დამთრგუნავი, რადგან ქვეყნის იმიჯი ილახებოდა. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რაოდენ სუსტად მუშაობს. საპარლამენტო დელეგაცია ფაქტობრივად, განულებულია. ჩვენ ვნახეთ რომ ყველა ფრაქცია დაესხა თავს პრემიერ-მინისტრს. მე რომ მკითხოთ, სწორი კითხვები იყო დასმული. თუმცა პრობლემა სხვა რაღაცაში მდგომარეობს, თუმცა ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს სწორი დასკვნები.
თავისი ქმედებით, რაც არ უნდა კარგი გამოსვლა ჰქონდეთ, უნდა გააცნობიერონ, რომ თავისი ქმედებით აზიანებენ საქართველოს სახელმწიფო იმიჯს. ეს არის ყველაზე მძიმე რაც მოვისმინე. ცალსახად ჩანს რომ ძალიან სუსტია საპარლამენტო დელეგაცია, იმიტომ რომ, ასე ვიზიტების მომზადება, ასე თავდასხვა პრემიერ-მინისტრზე, გულზე მხვდება რომ სახელმწიფო წარმომადგენელს ამცირებენ, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა თვითონ უნდა გააკეთოს დასკვნები ,რომ ქმედება მისი მხრიდან რაც ქვეყანაში ხორციელდება, უკვე ბევრ კითვის ნიშნის აჩენს. იბადება კითხვის ნიშნები. ჩვენ ევროსაპჭოს საპარლამენტო ანსამბლეაზე უკვე ვიხილეთ ის თავდასხმა, რაც განხორციელდა, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს მთავრობა არის ძალიან სუსტი. და მან თუ არ გაითვალისწინა ბევრი რეკომენდაცია, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება, როგორც დღეს აღმოჩნდა პრემიერი” -აცხადებს “თაიმერთან” პაატა დავითაია

banner
წინა სტატიაშიინფანტილიზმზე გესაუბრეთ, მაგრამ ეს არის პოლიტიკური მოხუცებულობის ეტაპი – ხუხაშვილი ივანიშვილის განცხადებებს აფასებს
შემდეგი სტატია„შეგიძლიათ დაგვპირდეთ, რომ ეს ტრაგიკული საქმე ნამდვილად იქნება ბოლომდე მიყვანილი?“- ევროპელი დეპუტატები საქართველოს პრემიერს