პაატა დავითაია: ცალ-ცალკე ფორმატები შედეგს არ გამოიტანს

„მე მაქვს კონკრეტული საკითხები, რასაც დავაყენებ დღეს. მე მაინტერესებს შემდგომი ქმედება ოპოზიციის. თუ ოპოზიცია არის ერთიანი, თუ ჩვენ ვატარებთ შემდგომ არჩევნებს, ისევ ასე ჩავატარებთ? ისევ ასე დაქსაქსული ვიქნებით? ისევ ასე ცალკე ვიბრძოლებთ ხელისუფლების წინააღმდეგ? ბევრი კითხვა მაქვს. საუბარი რაზეა იცით, ჩვენ თუ გვინდა ხელისუფლება შევცვალოთ, უნდა ვიყოთ ერთიან საარჩევნო სისტემაზე. ჩვენ არ ვართ ერთიანი. რამდენი საარჩევნო ბლოკია, რამდენი პარტია ცალკე გავიდა, შედეგი არის ნოლი. ამიტომ ვიძახი რას, თუ ვაპირებთ ხელისუფლების ცვლილებას, უნდა დავსახოთ ერთიანად, როგორ ვგეგმავთ ამას, როგორი სისტემით ვაპირებთ, როგორი საარჩევნო კოდექსი იქნება, როგორი მიდგომა იქნება, როგორი ტაქტიკა იქნება. ცალ-ცალკე ფორმატები შედეგს არ გამოიტანს. ვადამდელი არჩევნებიც რომ იყოს, იგივე შედეგი დადგება, თუ ერთიანი სისტემა ჩამოყალიბებული არ იქნება. ერთიანი გეგმა რა არის, მანდატებზე უარის თქმა. მერე რას შვება ოპოზიცია, ხელისუფლება რომ დააკმაყოფილებს, როცა ხელისუფლება სანქციებს გამოიყენება, მერე? მე მაქვს მარტივი საკითხი, თუ ვაპირებთ ხელისუფლების ცვლილებას, უნდა გაკეთდეს განაცხადი, რომ ვართ ერთიანი საარჩევნო ბლოკი. ერთიანი ჩრდილოვანი კაბინეტი გამოცხადდეს, ვინც მომავალში შეცვლის ხელისუფლებას. საზოგადოებამ, მოქალაქეებმა ყველამ უნდა იცოდეს, რა იქნება მერე“, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერმა, პაატა დავითაიამ განაცხადა

banner
წინა სტატიაშიკოვიდით 35 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, მას თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა
შემდეგი სტატიავოლსკი: ოპონენტებს 2003 წლის სცენარის გამეორება უნდათ