22.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

პაატა დავითაია: აფხაზეთი და ცხინვალი უნდა დარჩეს აღიარების მხრივ იზოლაციაში

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია ნაურუს მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებას ეხმაურება და მას ქვეყნისთვის წინგადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს უწოდებს.

პაატა დავითაია მოუწოდებს საგარეო საქმეთა სამინისტროს, გააქტიუროს მუშაობა, რათა მოხდეს იგივე გადაწყვეტილების მიღება – აფხაზეთის და ცხინვალის აღიარების უკან წაღება, სირიის და ვენესუელას მიერ.

„მიმაჩნია, რომ ეს არის ქვეყნისთვის წინგადადგმული ნაბიჯი, რაც პირველ რიგში, საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობის შედეგია, ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ურთიერთობა ჩვენს პარტნიორებთან და არა მათთან დაპირისპირების რეჟიმში ყოფნა. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხი, მოგვწონს თუ არა, ყველა მთავრობის და ხელისუფლების საზრუნავი უნდა იყოს და მასში ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს.

აქვე მინდა მოვუწოდო საგარეო საქმეთა სამინისტროს, გააქტიუროს მუშაობა, რათა მოხდეს იგივე გადაწყვეტილების მიღება – აფხაზეთის და ცხინვალის აღიარების უკან წაღება სირიის და ვენესუელას მიერ, მით უმეტეს, რომ შეცვლილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში უკვე არსებობს ბევრი წინაპირობა ამისთვის.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ მოხდეს გარდატეხა აფხაზეთის და ცხინვალის აღიარების პოლიტიკაში, რათა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები დარჩეს იზოლაციაში ამ მიმართულებით, როდესაც მათ აღიარებთ მხოლოდ და მხოლოდ ოკუპანტი სახელმწიფო – რუსეთი.

სახელმწიფომ უნდა გააქტიუროს მუშაობა, რათა განხორციელდეს პრევენციული ნაბიჯები ანექსიის წინააღმდეგ, რასაც ამზადებს და ახორციელებს რუსეთი ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით”, – აცხადებს პაატა დავითაია

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციისთვის ცალკე მინისტრის თანამდებობა საჭირო აღარ არის
შემდეგი სტატია33 823 ადამიანი 9 600 ლარზე მეტი ხელფასით: რამდენი დასაქმებულია საქართველოში 600 ლარამდე ანაზღაურებაზე