პაატა დავითაია: ამომრჩევლის მოსყიდვა, ზეწოლა, უზუსტობები სიებში, უფსკერო ყუთები და არასრული ბიულეტინები

ამომრჩევლის მოსყიდვა, ზეწოლა, უზუსტობები სიებში, უფსკერო ყუთები და არასრული ბიულეტინები – ბათუმის, კრწანისის, სვანეთის, საბურთალოს და ისნის საარჩევნო ოლქებში. ხმების დაცვის ოპოზიციური შტაბის წარმომადგენელმა, პაატა დავითაიამ, საარჩევნო დარღვევებზე სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. დავითაის თქმით, მათ დარღვევების მტკიცებულებებიც აქვთ.

” ბათუმში მოხდა სისხლის სამართლის დანაშაული, ხდება ფულის გაცემა კონვერტების გზით, ეს ხდება ასევე კრწანისში, მტკიცებულება ამ ეტაპზე გვაქვს ბათუმის კადრების, მთელ რეგიონში ხდება თანხმების გაცემა.

ზემო სვანეთში – წარმომადგენლები დგანან საარჩევნო კაბინასთან, და აკონტროლებენ ხმის მიცემას, რაც ყოვლად დაუშვებელია, ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან მნიშნველოვანი დარღვევა არის 25-ე უბანზე, კრწანისში, სადაც ხელმოწერები და გაცემული ბიულეტინები არ ემთხვევა ერთმანეთს, ეს იძლევა მანიპულაციის საშუალებას.

საბურთალოს ოლქზე საარჩევნო ყუთს არ ჰქონდა ფსკერი, სად იყრებოდა კონვერტები კაცისშვილმა არ იცის, კონტროლი დაკარგულია. ხევენ საარჩევნო სიას, ისანში, ცდილობდნენ 2 ნომერი ევროპული საქართველოსი, მოეხიათ, რომ 2 ნომერი არ შემოეხაზათ. ხდება ბიულეტინების გატანა უბნებიდან. ” – თქვა “საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ.

banner
წინა სტატიაშისოფელ ყარაჯალაში მიმდინარეობს პირდაპირი დაშინება და მოსყიდვა – გიორგი ბოტკოველი
შემდეგი სტატიაგიორგი კახიანი : ინციდენტები, რაც აქამდე მოხდა, ხელოვნურად იყო დადგმული