პაატა ბურჭულაძის პარტიის ოფისის გაქურდვისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყებამ პარტია „პაატა ბურჭულაძე -სახელმწიფო ხალხისათვის“ ოფისში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა.

როგორც შს სამინისტროდან ,,თაიმერს” აცნობეს, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მეხუთე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში
ნასამართლევი ლაშა ა. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული, რომელიც პარტია „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისათვის“ სააგიტაციო სამუშაოებს ასრულებდა, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, პარტიის კუთვნილ ლეპტოპს მართლსაწინააღმდეგოდ
დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცავებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე დააკავეს. პოლიციამ მოპარული კომპიუტერი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი ევროპული კომისიის პირველ ვიცეპრეზიდენტს ფრანს ტიმერმანსს შეხვდა
შემდეგი სტატიაშეიარაღებულმა ოკუპანტებმა 62 წლის მამაკაცი გორის მუნიციპალიტეტიდან გაიტაცეს