პაატა ბურჭულაძის პარტიაში “ვაშაძე-ჯაფარიძე – ახალი არჩევანის” შეთავაზებაზე ხვალ იმსჯელებენ

“ვაშაძე-ჯაფარიძე – ახალი არჩევანის” შეთავაზებაზე საარჩევნოდ გაერთიანებასთან დაკავშირებით პაატა ბურჭულაძის პარტიაში “სახელმწიფო ხალხისათვის” შესაძლოა, ხვალ იმსჯელონ. ამის შესახებ ტაბულასთან პარტიის წევრმა მერაბ მეტრეველმა ისაუბრა.

მეტრეველის თქმით, წინასწარი კონსულტაციები მასთან არავის ჰქონია.

შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით მეტრეველი საკუთარ დამოკიდებულებაზე არ საუბრობს. “წინასწარ ვერაფერს გეტყვით”,- აღნიშნა მან.

პაატა ბურჭულაძეს გაერთიანება პარტიამ “ვაშაძე-ჯაფარიძე – ახალი არჩევანი” დღეს შესთავაზა. “გამოვთქვამთ მზადყოფნას, ვითანამშრომლოთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს წარმატებული ქვეყანა”, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე.

როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი გიორგი ვაშაძე(“ახალი საქართველო”) ამავე პარტიიდან წასული წევრების მიერ შექმნილ პარტია “ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩს” შეუერთდა. ბლოკს შეუერთდნენ ახალი მემარჯვენეებიც.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშისაარჩევნო ბლოკი „ვაშაძე, ჯაფარიძე- ახალი არჩევანი“ პაატა ბურჭულაძის მოძრაობას გაერთიანებას სთავაზობს
შემდეგი სტატიაწალენჯიხის გამგებლის პოსტისთვის ერთმანეთს ყოფილი და მოქმედი „ოცნებელები“ შეერკინებიან