პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულ ხუთ ადამიანს სოლიდარობას უცხადებს

metrevelioპაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულ ხუთ ადამიანს სოლიდარობას უცხადებს.

როგორც მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე აღნიშნული პარტიის წევრმა მერაბ მეტრეველმა განაცხადა, მაშინ, როდესაც ადამიანებს უკანონო პატიმრობის გაპროტესტება კვლავ უწევთ, ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ემსგავსება.

„ჩვენი პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ აღნიშნულ აქციას უერთდება. დეტალებში ბუნებრივია, არ შევალთ. უბრალოდ მთავარი სათქმელი რაც არის ისაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებიდან ოთხი წლისთავზე, როდესაც პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხალხს გამოსვლა უკანონო პატიმრობის გასაპროტესტებლად უწევთ, ეს მოწმობს იმას, რომ „ქართული ოცნება“ ნელ-ნელა „ნაციონალურ მოძრაობას“ დაემსგავსა“, – განაცხადა მერაბ მეტრეველმა.

საქართველოს მთავარ პროკურატურასთან „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია იმართება, რომელსაც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალი დემოკრატების” აქციას “ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც უერთდებიან
შემდეგი სტატიადამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლის თავზეც პროკურატურა მაინც რჩება ხელისუფლების ხელში პოლიტიკური რეპრესიების ბერკეტად