პაატა ბურჭულაძის პარტია ხონის რაიონული ორგანიზაცია ოცდაათამდე წევრმა დატოვა

პაატა ბურჭულაძის პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის“ ხონის რაიონული ორგანიზაცია ოცდაათამდე წევრმა დატოვა.

როგორც პარტიიდან წასულები ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნავენ, მათთვის მიუღებელია ის მიმართულება, რაც პაატა ბურჭულაძის პარტიას ,,გირჩებთან“ და გიორგი ვაშაძის ,,ახალი საქართველოსთან“ გაერთიანების შემდგომ აქვს.

მათივე თქმით, ისინი პაატა ბურჭულაძის პარტიაში გაერთიანდენ, რათა თავიდან ბურჭულაძე გამიჯნული იყო ,,ნაციონალური მოძრაობიდან“, თუმცა საბოლოოდ რეალობა სულ სხვა აღმოჩნდა.

როგორც ბურჭულაძის პარტიის ხონის რაიონულ ორგანიზაციაში აღნიშნავენ, პარტიიდან წასული ადამიანები მათთვის დანაკლისი არ იქნება, რადგან ისინი აქტიურობით არ გამოირჩეოდნენ.

banner
წინა სტატიაში„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ფოთში, „ეროვნული ფორუმის“ საარჩევნო კამპნიაში ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს ხედავს
შემდეგი სტატია„კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ ინიციატივით, ბიზნესასოციაციებთან შეხვედრა გაიმართა