პაატა ბურჭულაძის პარტია გიორგი რუხაძემ დატოვა

პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა გიორგი რუხაძემ. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

სახელმწიფო ხალხისთვის უკვე ყოფილი წევრი პარტიიდან წასვლის მიზეზებს სოციალურ ქსელში მოკლედ განმარტავს. ის აცხადებს, რომ პირადი მოსაზრებებით თქვა უარი პარტიულ სიაში ყოფნაზე.

როგორც ცნობილია, პარტია დატოვა ასევე ხათუნა ლაგაზიძემ. მიზეზად მან პარტიის ღირებულებების შეცვლა დაასახელა.

პარტიის ლიდერმა საარჩევნო სიის პირველი 13 კანდიდატი გუშინ დაასახელა, რომელშიც ხათუნა ლაგაზიძე და გიორგი რუხაძე არ იყვნენ.

banner
წინა სტატიაში„პატრიოტთა ალიანსის” წევრები და თეატრალური უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორები გოგი მარგველაშვილის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ
შემდეგი სტატიაISFED: გამოიკვეთა პოლიციის მხრიდან ზეწოლა-მუქარა პოლიტიკურ აქტივისტებზე