პაატა ბურჭულაძის მოძრაობა განცხადებას ავრცელებს

„პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის“ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებებზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონსა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონში მიღებული ცვლილებები, ერთმნიშვნელოვნად ხელყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტიან ფუნქციონირებას და ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას.

მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში, აღმასრულებელი ხელისუფლება და საერთო სასამართლოები ემორჩილებოდეს კანონს, ხოლო პარლამენტი შეზღუდული იყოს კონსტიტუციური პრინციპებით. საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელება უნდა იყოს „არა თეორიული ან ილუზორული, არამედ კონკრეტული და ეფექტური“. საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა შეეძლოს ამ ფუნქციის შესრულება ისე, რომ სამართალწარმოების კონკრეტული შედეგით დასრულებას საფრთხე არ შეექმნას. ევროპული ქვეყნების საერთო სამართლებრივი ტრადიციების გათვალისწინებით, სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული მოსაზრება არ უნდა ჰქმნიდეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა უმრავლესობის სამართლებრივი შეფასების ბლოკირების და/ან საქმის განსხვავებული პროცედურით წარმართვის შესაძლებლობას.

ნათელია, ცვლილებების მიზანს წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საკონსტიტუციო სამართალწარმოებაზე სახელისუფლო კონტროლის დაწესების სურვილი, რაც ნაკარნახევია იმ გარემოებით, რომ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს, საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ წევრს უფლებამოსილების ვადა ეწურება (აქედან ორი – პრეზიდენტის კვოტით, ერთი – პარლამენტის, ერთი – უზენაესი სასამართლოს). ხელისუფლებას არა აქვს გარანტიები, რომ მისთვის მორჩილი კადრებით შეძლებს ჩანაცვლებას.” – ნათქვამია მოძრაობის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში(video) ინციდენტი ევროპის ჩემპიონატზე
შემდეგი სტატია“პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებას საფრთხე არ შეექმნას”