პაატა ბურჭულაძის დაკითხვა გადაიდო

პაატა ბურჭულაძის დაკითხვა, რომელიც იანვარში იგეგმებოდა, გადაიდო. ადვოკატის ინფორმაციით, ბურჭულაძე სასამართლო წესით, სავარაუდოდ, თებერვლის შუა რიცხვებში დაიკითხება. სოსო ბარათაშვილის თქმით, პაატა ბურჭულაძე მზად იყო თბილისში დღეისთვის ჩამოფრენილიყო, თუმცა იმის გამო, რომ პროკურატურამ ვერ უზრუნველყო დაკითხვის დროულად ორგანიზება, პროცესი გადაიდო, შესაბამისად, ბურჭულაძე საქართველოში ამ ეტაპზე აღარ ჩამოვა.
საქმე ეხება საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ ირგვლივ დაწყებულ გამოძიებას, რომელიც ქველმოქმედებით მიღებული რამდენიმე მილიონის მითვისებას ეხება.

banner
წინა სტატიაშითემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი პროკურატურისგან დაჭრილი ახალგაზრდის დაზარალებულად ცნობას მოითხოვს
შემდეგი სტატიაიქ რაღაც ჯგუფი არსებობს, რომელსაც ხალხი სულ ჰკიდია ფეხებზე – თამაზ მეჭიაური საკრებულოს ხმაურიანი სხდომისთვის ემზადება