პაატა ბურჭულაძეს სასამართლოში დაკითხავენ

მივმართავ თხოვნით ყველას გადაიდოს სასამართლო პროცესი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებამდე

ფონდ „იავნანას“ დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის გამოკითხვა სასამართლოში მოხდება.

როგორც მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ, მამუკა ვასაძემ განაცხადა, რადგან ბურჭულაძემ და მისმა ადვოკატმა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე უარი საჯაროდ თქვეს, მოწმე კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოში დაიკითხება.

მამუკა ვასაძის ინფორმაციით, ბურჭულაძე ვალდებულია სასამართლოში გამოცხადდეს. პროკურორის მოადგილე ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, დადგება თუ არა ფონდ ,,იავნანას’’ დამფუძნებლის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

„პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, საუბარი ნაადრევია, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. მტკიცებულებების შეგროვების შემდეგ, ასეთი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, მიღებული იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ვასაძემ.

ბურჭულაძე მოწმის სტატუსით გამოსაკითხად მთავარ პროკურატურაში 13 დეკემბერსაა დაბარებული, თუმცა მისი ადვოკატის ინფორმაციით, ბურჭულაძე საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს და მზადაა ჩვენება მოსამართლის თანდასწრებით დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში მისცეს.

საუბარია სისხლის სამართლის საქმეზე, რომლის მიხედვითაც პროკურატურა ფონდ „იავნანას” კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო გაფლანგვას სწავლობს.

banner
წინა სტატიაში„მე არ ვიცი, რის საფუძველზე ამბობს „უცნობი“ ჩვენთვის უცნობ ფაქტებს” – გიორგი ვოლსკი
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი – თავდაცვის მინისტრისგან მოვისმენთ, რა რეალობაა შეიარაღებულ ძალებში