პაატა ბურჭულაძე:ქვეყნის მდგომარეობა ყოველდღიურად შედის ჩიხში

paata_burchuladze_29893საქართველოს განვითარების ფონდმა განცხადება გაავრცელა, სადაც პაატა ბურჭულაძე ქვეყანაში შექმნილ ჩიხზე საუბრობს. მისი თქმით, მოსახლეობა იმაზე უფრო მძიმე მდგომარეობაშია, ვიდრე ეს მას წარმოედგინა.

„საქართველოს განვითარების ფონდი მუშაობის ახალ ფაზაში გადადის. ვფიქრობ, ქვეყნის მდგომარეობა ყოველდღიურად შედის ჩიხში, ეს მავნე პროცესი კარგად ჩანს ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ რეალობაში“, – ამბობს პაატა ბურჭულაძე.

„ეს პროცესი კარგად ჩანს ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ რეალობაში ქვეყანაში მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე ამას მანამდე წარმოვიდგენდი. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ კიდევ უფრო აქტიურად ვუხელმძღვანელო ჩემივე დაფუძნებულ ორგანიზაციას და უშუალოდ, შევხვდე საზოგადოებას, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს ბრძოლა ქვეყნის ეფექტური განვითარებისთვის.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ვანო მაჭავარიანს ფონდში აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე გაწეული სამუშაოსთვის, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ორგანიზაციის მშენებლობის საწყის ეტაპზე“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, მოხარულია, რომ ვანო მაჭავარიანმა მისი შეთავაზება მიიღო და ფონდის საგარეო პოლიტიკის საკითხებზე იმუშავებს.

„მიხარია, რომ ბატონმა ვანომ ჩემი შეთავაზება მიიღო და მისი ცოდნის და გამოცდილების გათვალისწინებით, საგარეო ურთიერთობების სფეროში, „საქართველოს განვითარების ფონდს“ საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხელშეკრულების საფუძველზე დაეხმარება“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

 

banner
წინა სტატიაშილე პენის პარტიამ რუსეთს საარჩევნოდ 27 მილიონი ევრო სთხოვა
შემდეგი სტატიათიბილოვი საერთაშორისო სასამართლოს მოვლენების თავდაყირა დაყენებაში ადანაშაულებს