პაატა ბურჭულაძემ ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

საარჩევნო ბლოკმა „პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“ ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

არჩევნებში გამარჯვებისთვის ქალაქ ზუგდიდში ვახტანგ ცხადაია იბრძოლებს, ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ბესიკ თოდუა.

პაატა ბურჭულაძემ დღესვე ზუგდიდის საკრებულოს წევრობის კანდიდატად დავით დგებუაძე დაასახელა.

“ძალიან დიდი ენთუზიაზმია ხალხში, რომ შეცვალოს ქვეყანა. სამეგრელო უნდა იყოს გახარებული და ასეც იქნება 8 ოქტომბრის შემდეგ. ველოდებით არჩევნებნს,რადგან საჭიროა, ქვეყანა შეიცვალოს სასწრაფოდ და ჩვენ ამას ვიზამთ”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

banner
წინა სტატიაშიგოდერძის უღელტეხილზე თოვს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: დღევანდელ შეხვედრაზე შეიძლება ზედმეტად ემოციური, მაგრამ გულწრფელი ვიყავი