პაატა ბურჭულაძემ თითქმის 3 საათიანი დაკითხვის შემდეგ შს სამინისტრო დატოვა

პაატა ბურჭულაძემ შსს-ს შენობა დატოვა. მისი დაკითხვა 2 საათზე მეტი გაგრძელდა. ბურჭულაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში ზუსტად 17:00 საათზე გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ პაატა ბურჭულაძე და ნიკა გვარამია შსს-მ დაკითხვაზე მას შემდეგ დაიბარა, რაც მათი სატელეფონო საუბრის ინტერნეტში გავრცელების საქმეზე გამოძიება დაიწყო.

უწყებამ გამოძიება პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.

ცოტა ხნის წინ შსს-ში მივიდა ნიკა გვარამიაც, რომელიც ამ დრომდე დაკითხვაზე იმყოფება.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია შსს-ში დაკითხვაზე მივიდა
შემდეგი სტატიაზუგდიდსა და თეთრიწყაროში მომხდარ დაპირისპირებაზე “ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს