გიორგი კვირიკაშვილმა განცხადება გააკეთა ოფშორულ ანგარიშებთან დაკავშირებით

KAMERONIსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა დიდ ბრიტანეთში, სადაც ის ანტიკორუფციულ სამიტზე დასასწრებად იმყოფება, განცხადება გააკეთა ოფშორულ ანგარიშებთან დაკავშირებით. გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ოფშორული ანგარიშები ხშირად გამოიყენება ნარკოტიკების, იარაღით უკანონო ვაჭრობის და ტერორისტული აქტივობისათვის და იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე სამიტს კონკრეტული შედეგი ექნება:

”ჩვენ გვექნება საშუალება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას გავაცნოთ საქართველოს პრაქტიკა ამ მიმართულებით, ჩვენი მიღწევები, უკანასკნელი შეფასებები საქართველოს მიერ კორუფციის დაძლევის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო მასშტაბით ამ მაღალი გამჭვირვალობის სტანდარტების დამკვიდრების კუთხით საქართველო წარმოვაჩინოთ, როგორც რეგიონში მოწინავე ქვეყანა.
ეს სამიტი მნიშვნელოვანია, რათა საქართველოში მოვიზიდოთ მეტი ინვესტიციები, დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი განმტკიცდეს საერთაშორისო პლატფორმაზე. ეს მნიშვნელოვანია. ოფშორული ანგარიშები ხშირად გამოიყენება, როგორც ნარკოტიკების, იარაღით უკანონო ვაჭრობის, უკანონო გზებით მიღებული ფულის აკუმულაციისათვის, რაც შემდგომში გამოიყენება ტერორისტული აქტივობისთვის. ეს ყველაფერი გადაჯაჭვულია ერთმანეთთან და საერთაშორისო თამეგობრობის ძალისხმევის გარეშე შეუძლებელი იქნება ერთიანი სტანდარტის მიღწევა”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა პაატა ბურჭულაძის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა
შემდეგი სტატიასაპარაშუტო კურსის გამოშვება