პაატა ბურჭულაძემ მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა

მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ განმუხურში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სამეგრელო – ზემო სვანეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე ვახტანგ ცხადაია დასახელდა, ნურჭულაძის გუნდიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გამარჯვებისთვის – ბესიკ თოდუა იბრძოლებს, რომელიც ზუგდიდის სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელია.
სენაკის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატია სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი გურამ მისაბიშვილი.

წალენჯიხა – ჩხიოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წალენჯიხის ყოფილი საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხარჩილავა იქნება.
ბურჭულაძემ ფოთსა და ოზურგეთში კოტე კემულარია წარადგინა.

მარტვილსა და აბაშაში საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე დავით თოფურია იქნება, ხობში – საკრებულოს ყოფილი წევრი კახაბერ ნადარაიაა.

ცაგერში, ამბროლაურში, ონში, ლენტეხსა და მესტიაში როსტომ ცხვედიანი, რომელიც პროფესიით ექიმია.

banner
წინა სტატიაშიშსს-ში აცხადებენ, რომ გოდერძი თევზაძის მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის ფაქტი არ ფიქსირდება
შემდეგი სტატიაპირველი სექტემბრიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურა დაიკლებს