პაატა ბურჭულაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას უპასუხა

paata-burchuladzeმოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას უპასუხა.

ბურჭულაძის თქმით, ის საკუთარ სიტყვებზე პასუხს აგებს.

„მე ჩემს სიტყვებზე პასუხს ვაგებ. ჩემს სიტყვებში ჯერ ეჭვი არავის შეპარვია, რასაც ვერ ვიტყვით ივანიშვილის სიტყვებზე. არსებობს ფირი, სადაც შეგიძლიათ ბიძინა ივანიშვილის კომენტარი მოისმინოთ“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ 2013 წელს მას ჰქონდა კონსულტაციები ივანიშვილთან, რომ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ყოფილიყო, თუმცა შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

„ბურჭულაძეს ვურჩევდი არ იცრუოს. უფრო გვიან დაწვრილებით ვისაუბრებ მასზე“, – განმარტა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიერდოღანი გერმანიას დაემუქრა
შემდეგი სტატიაWi-Fi-ის მოპარვა საუდის არაბეთში ცოდვად აღიარეს