პაატა ბურჭულაძემ და გიორგი რუხაძემ სტრასბურგისა და ბრიუსელის ვიზიტი შეაჯამეს

მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” თავმჯდომარემ პაატა ბურჭულაძემ და პარტიის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიორგი რუხაძემ სტრასბურგსა და ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამეს.

ბრიუსელში პარტიის ლიდერებმა შეხვედრები გამართეს ევრო პარლამენტის და ნატოს გენერალური შტაბის მაღალი თანამდებობის პირებთან. ბურჭულაძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან დევით ჰობსთან ვარშავის მოახლოებულ სამიტზე და საქართველოს პერსპექტივებზე ისაუბრა.

ევრო პარლამენტში პაატა ბურჭულაძემ ასევე შეხვდა ევრო პარლამენტის ვიცე პრეზიდენტს რიჩარდ ჩარნეცკისის, კონსერვატიული პარტიის პრეზიდენტს და ევრო პარლამენტის წევრებს გერმანიიდან, ჰოლანდიიდან და საფრანგეთიდან.

ევრო პარლამენტარებთან საუბრის მთავარი თემები ახალი პარტიის “სახელმწიფო ხალხისთვის” მიერ შემუშავებული ქვეყნის განვითარების გეგმა და ხედვა იყო. საუბარი შეეხო ასევე ქვეყანაში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს და გაჭიანურებულ ვიზა ლიბერალიზაციას. პაატა ბურჭულაძემ დიპლომატებისგან კონკრეტულ საკითხებზე ევროპელი პარტნიორების შეფასებები მოისმინა. დასავლელ პარტნიორებთან ბურჭულაძემ ქვეყანაში სასამართლო სისტემის მუშაობაზე, მედიის თავისუფლებაზე და დაძაბულ წინასაარჩევნო გარემო ისაუბრა.

ბურჭულაძემ ასევე შეხვედრები გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ვოიჩეკ სავიცკისთან და ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისართან ნილს მუჟნიეკსთან. როგორც შეხვედრებზე ითქვა ოქტომბრის არჩევნები დიდი გამოცდა იქნება საქართველოს დემოკრატიის პრინციპების შესაფასებლად და ასევე სასამართლო სისტემის დასახვეწად.

პაატა ბურჭულაძე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ ახლა როგორც არასდროს, გაზარდოს მუშაობა ევროპელ პარტნიორებთან რადგან ევროპაში განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოს საკითხი შეიძლება კიდევ დიდი ხნით ჩრდილში მოაქციოს.

banner
წინა სტატიაში“ასეთი გადაწყვეტილება პრესკონფერენციებზე არ მიიღება, თინას სამუშაო რეჟიმზე გადასვლას ვურჩევ”
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება” ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს – პრემიერი GFK-ს კვლევას ეხმაურება