პაატა ბურჭულაძემ და “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა წალენჯიხაში გია ხარჩილავას საფლავი მოინახულეს

პაატა ბურჭულაძე და ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრები წალენჯიხაში იმყოფებიან. ისინი წალენჯიხიდან ჩხოროწყუს ესტუმრებიან, ჩხოროწყუდან კი ზუგდიდს, სადაც უწყვეტი საპროტესტო აქციების მონაწილეებს შეუერთდებიან.

სამეგრელოში არიან ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა, ფოთისა და სხვა რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლები, ენმ-ს სამეგრელოს აქტივის წევრები.

წალენჯიხაში ჩასვლის შემდეგ ქალაქის სტუმრებმა პირველ რიგში წალენჯიხის აწ გარდაცვლილი გამგებლის გია ხარჩილავას საფლავი მოინახულეს.

banner
წინა სტატიაშიირანზე შეტევის გეგმა ტრამპის მიერ დამტკიცებულია – სამხედროები ბრძანებას ელოდებიან
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე: “ჩვენ ხელისუფლებას ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთ და ზუსტად 4 რიცხვში უნდა ჩავატაროთ ეროვნული ყრილობა”