პაატა ბურჭულაძე: ვერ წარმოგვიდგენია საქართველოს განვითარება ახალგაზრდობის ჩართულობის გარეშე

ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია ქვეყნის განვითარება ახალგაზრდობის ჩართულობის გარეშე, – ამის შესახებ “საქართველოს განვითარების ფონდის” დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ სტუდენტებთან შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, რომელიც ამ წუთებში ეროვნულ ბიბლიოთეკაში მიმდინარეობს.
მისივე განმარტებით, სწორედ ახალგაზრდობამ უნდა ააშენოს “ხვალ” ჩვენი ქვეყანა.
“და ხვალინდელი დღე უკვე მოახლოებულია. დღეს მოვიწვიეთ სტუდენტები და ეს არის პირველი შეხვედრა – დავიწყეთ სწორედ ახალგაზრდებიდან. რა თქმა უნდა, შეხვედრები გაგრძელდება და იქნება ძალიან ბევრი შეხვედრა. გვაინტერესებს მათი აზრი საქართველოს განვითარების შესახებ”, – განუცხადა ჟურნალისტებს ბურჭულაძემ.
“საქართველოს განვითარების ფონდის” დამფუძნებლის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხება შიდა პოლიტიკას, საგარეო პოლიტიკას, სამართლის უზენაესობას და ყველა იმ საკითხს, რაზეც ფონდის პრეზენტაციაზე იყო საუბარი.
შეხვედრა ამ წუთებში ეროვნულ ბიბლიოთეკაში მიმდინარეობს. მას 200-მდე სტუდენტი ესწრება. სტუდენტებს საშუალება ეძლევათ შეხვედრის მიმდინარეობისას ფონდის დამფუძნებლებს და მის წევრებს შეკითხვებით მიმართონ.

banner
წინა სტატიაში“მინდა მოგილოცოთ ყველას ძველ, ახალ უფლებამოსილებაში შესვლა “- გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრებს მიმართა
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო: არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა გვარის არის ესა თუ ის მინისტრი