15.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 15, 2026
banner

პაატა ბურჭულაძე: ვახო სანაიასა და ჟურნალისტების სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში

პაატა ბურჭულაძე ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებასა და მედიის წარმომადგენლების მიმართ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

ბურჭულაძემ მადლობა გადაუხადა იმ ჟურნალისტებს, რომლებიც, მისი თქმით, საკუთარი თავისუფლებისა და ჯანმრთელობის ფასად იცავენ ქვეყნის დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას.

„ჩემი გულწრფელი მადლობა და დიდი პატივისცემა ვახო სანაიას და ყველა იმ ჟურნალისტს, რომლებიც საკუთარი თავისუფლებისა და ჯანმრთელობის ფასად იცავენ საქართველოს ევროპულ მომავალს, დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას. თქვენი სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში!

ჩვენი ერთობით აუცილებლად გავიმარჯვებთ იმ უკვე დიდ უმცირესობაზე, რომელიც ატერორებს და ცდილობს მთელი საქართველოს დამორჩილებას. გამარჯვება გარდაუვალია, ბრძოლა ბოლომდე!“— წერს პაატა ბურჭულაძე.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება ავტორიტარიზმის კიდევ ერთი საგანგაშო გამოვლინებაა
შემდეგი სტატიასაქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება