პაატა ბურჭულაძე : მე ვაგრძელებ ბრძოლას

დღეს სუს-ი კგბ-ეს მეთოდებით მოქმედებს, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვიდან გამოსულმა პაატა ბურჭულაძემ.

„პაატა ბურჭულაძე -სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა აღნიშნა, რომ დაკითხვა წყნარ და ნორმალურ გარემოში მიმდინარეობდა. ბურჭულაძემ 19 სექტემბერს პრესკონფერენცია დაანონსა.

”მე ვაგრძელებ ბრძოლას და ხვალ გავდივარ რეგიონებში, მაგრამ ორშაბათს უნდა შევწყვიტო ეს ბრძოლა, რადგან ორშაბათს მე აუცილებლად დავნიშნავ პრესკონფერენციას 11 საათზე, სადაც მოვიწვევ დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობოებს, მედიას, საერთაშორისო დამკვირვებლებს და გავაკეთებ მწვავე განცხადებას. ასე გაგრძელება არ შეიძლება. ეს არის ძალიან ცუდი მეთოდები, ორშაბათს მე ვისაუბრებ იმაზე, თუ როგორ მიმდიმარეობს ჩვენთან საარჩევნო “დემოკრატიული” პროცესი და როგორი ზეწოლაა ჩვენზე“,- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

„პაატა ბურჭულაძე -სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი შსს-ში მასსა და ნიკა გვარამის შორის გამართულ სატელეფონი საუბრის ჩანაწერთან დაკავშირებით დაკითხეს.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდსა და თეთრიწყაროში მომხდარ დაპირისპირებაზე “ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასამეცნიერო კონფერენცია “ბიორეგულაციური თერაპია – თანამედროვე ფარმაკოთერაპიის ეფექტური მიმართულება“ გაიმართება