პაატა ბურჭულაძე : სიკეთე დასჯადია და უნდა გამომკითხონ

ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელმა, ცნობილმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვამდე მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა.

„დღეს ისტორიული დღეა. სიკეთე დასჯადია და უნდა გამოკითხონ ის ადამიანი და ის ფონდი, რომელსაც ამდენი სიკეთე აქვს გაკეთებული“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ჟურნალისტების კითხვას, რა კითხვებს ელოდება პროკურატურისგან, ბურჭულაძე პასუხობს: „პროკურატურას იქით უნდა დავუსვა კითხვები“.

როგორც ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელმა განაცხადა, მედიასთან ვრცელ კომენტარს გამოკითხვის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

პაატა ბურჭულაძეს ფონდ „იავნანას“ მიერ დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე გამოკითხავენ.

banner
წინა სტატიაში“თუკი სააკაშვილის საქართველოში დეპორტაცია მოხდება, ის დაპატიმრებული იქნება“
შემდეგი სტატიაარასოდეს დაგვავიწყდება, რომ ეკონომიკური სირთულეებისას ჩვენი დედები, დები, ძმები გადარჩენის შესაძლებლობას საბერძნეთში პოულობდნენ