პაატა ბურჭულაძე სავარაუდოდ, 9 თებერვალს დაიკითხება

პროკურატურა საოპერო მომღერალ პაატა ბურჭულაძეს ფონდ “იავნანას” საქმეზე, სავარაუდოდ, 9 თებერვალს დაკითხავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბურჭულაძის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პროკურატურას რამდენიმე დღის წინ წერილობით მიმართა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ფონდ “იავნანას” დამფუძნებელი საქართველოში ჩამოსვლას 8-9 თებერვალს გეგმავს და მზად არის გამოძიების კითხვებს პასუხი გასცეს.

“ამ მიმართვის შემდეგ დამიკავშირდა გამომძიებელი და მითხრა, რომ ბატონი პაატას დაკითხვა, სავარაუდოდ, 9 თებერვალს მოხდება. აქედან გამომდინარე, 9 თებერვალს ალბათ, პაატა ბურჭულაძე, მოსამართლის წინაშე დაიკითხება”, – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

როგორც ცნობილია, საქმე ეხება ფონდ „იავნანას“ თანხების გაფლანგვას.

banner
წინა სტატიაშიგარდაცვლილი წვევამდელის ბექა რუსიას საქმის ადვოკატი აცხადებს, რომ ემუქრებიან
შემდეგი სტატიანინო ლომჯარიას ინფორმაციით, მეტროსადგურში დაკავებულ ერთ-ერთ პირს დაზიანებები აღენიშნება