პაატა ბურჭულაძე: საშიშროებაა, რომ ის, რისთვისაც ჩვენი გმირები იბრძოდნენ, შუა გზაში იყოს მიტოვებული

ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენი გმირების ხსოვნას, მათ საქმეებს, დღეს დიდი საშიშროებაა იმისა, რომ რისთვისაც მათ იბრძოლეს, შუა გზაში იყოს მიტოვებული და ეს დაუშვებელია, – განაცხადა „პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

მისი თქმით, აგვისტოს ომი აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული ბოლომდე.

„ჩვენ გვაქვს ტალიავინის დასკვნა, რითაც შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ. „მოძრაობა ხალხისთვის“, ყველაფერს გავაკეთებთ და ვპირდებით, რომ ბოლომდე მივიყვანთ იმ დიდ საქმეს, რისთვისაც ჩვენმა გმირებმა სიცოცხლე შეწირეს”,- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი იმედოვნებს, რომ თავდაცვის სამინისტროში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება არ გადაიხედება
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ბრაზმა უნდა გაგვაერთიანოს ბოროტების წინააღმდეგ, ყველა მოქალაქე, მავთულხლართის ორივე მხარეს